მშენებლობა ძველ საქართველოში

ივანე ჯავახიშვილი

₾ 24.95 ₾ 39.95 -38%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941513756
გვერდები 308
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2026
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

ივანე ჯავახიშვილის მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა საქართველოს ისტორიის არაერთ მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში“. ავტორმა მასზე მუშაობა ადრეული პერიოდიდან დაიწყო, შეაგროვა დიდძალი მასალა, თუმცა, ნაშრომის სრულად დამთავრება და გამოცემა მის სიცოცხლეში ვერ მოახერხა და ის ავტორის გარდაცვალების შემდგომ დაიბეჭდა. ნაშრომში განხილულია საქართველოში არსებული საერო და საკულტო არქიტექტურული ნაგებობების სახეობანი: საცხოვრებელი სახლები, სასახლეები, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, გზები, ხიდები, საეკლესიო არქიტექტურა და სამონასტრო კომპლექსები. შესწავლილი და აღწერილია თითოეული მათგანის სტრუქტურა და ხასიათი, აგრეთვე მშენებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები. 

წიგნს ერთვის სამშენებლო ტერმინთა განმარტებები და საძიებელი, ასევე მასში სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუშების ფოტომასალა.