| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941466996 |
| გვერდები | 374 |
| ფორმატი | 20.5x28 |
| გამოცემის თარიღი | 2016 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
„1988 წლის თებერვალში, უკვე ნახევარსაუკუნოვან ასაკს კარგა გადაცილებულს, მოულოდნელად გულმა მიმტყუნა – მიოკარდიუმის ინფარქტი მეწვია... გადავრჩი. საჩქაროდ თავი მოვუყარე ორი ათეული წლის განმავლობაში დროდადრო ნაწერს ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ; ნაირგვარი სახის მასალა დავალაგე, შეძლებისდაგვარად გავაშალაშინე და გამომცემლობა ნაკადულს გადავეცი. 1990 წელს გამოვიდა კიდეც ჩემი წიგნი ჩვენი ნიკალა. წიგნის ჟანრი არ განმისაზღვრავს; მასში გაერთიანებული იყო მოთხრობები, ჩანახატები, ნარკვევები, კრიტიკული ექსკურსები, ხელოვნებათმცოდნეობითი განსჯა...
მას შემდეგ კარგა დრომ განვლო და ნელ-ნელა ნიკოს ამოუწურავი თემის სხვადასხვა მხარისადმი მიძღვნილი უამრავი ნამუშევარი დამიგროვდა; მათი ნაწილი ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა, ორჯერ გამოიცა წიგნადაც. ამჯერად განვიზრახე ძველი და საკმაოდ დიდი გამოუქვეყნებელი ახალი მასალის ერთად თავმოყრა, ძველის ნაწილობრივ გადამუშავება და ყველაფრის ერთ წიგნად გამოცემა. დიდხანს ვარჩევდი კომპოზიციური წყობა-აგებულების, სათაურის, ჟანრობრივი განსაზღვრის ვარიანტებს; ბოლოს, გადავწყვიტე, დამებეჭდა სახელწოდებით: ფიროსმანი. (ავტორის წინასიტყვაობიდან)
გარეკანზე გამოყენებულია ზეზვა საღლიანის ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი.
კავკასია XVIII საუკუნის II ნახევარში
₾ 14.00 ₾ 19.95 -30%
არაფერი შიშის გარდა
₾ 10.50 ₾ 14.95 -30%
ქართველებთან და საქართველოში
₾ 7.20 ₾ 11.95 -40%