გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941487675 |
გვერდები | 268 |
ფორმატი | 21/15 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
პოლკ. სტეფან ბურნაშევი იყო ეკატერინე II-ის საგანგებო რწმუნებული ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის კარზე და ამავე დროს 1783-1787 წლებში გეორგიევსკის ტრაქტატის შესაბამისად საქართველოში მყოფი რუსული ჯარის მეთაური. საქართველოში მსახურობისას მან შექმნა სამი ანალიტიკურ-აღწერილობითი ნაშრომი, რომელთა ქართული თარგმანები რუსულ დედნებთან ერთად პირველად წარდგება მკითხველის წინაშე.
„საქართველოს სურათი...“ მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა XVIII ს-ის 80-იანი წლების საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიისა და რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობის ისტორიისათვის. ამ აღწერილობიდან თვალსაჩინოდ ვლინდება, როგორ დამძიმდა ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა 1783 წლის შემდეგ.
„ადრებიჟანული ქვეყნების აღწერაში“ ეხება სამხრეთ კავკასიასა და უფრო სამხრეთით მდებარე ისლამურ სახანოებში არსებულ ვითარებას: სახანოების საზღვრები და პოლიტიკური სტატუსი, ხანების პოლიტიკური ორიენტაცია და კავშირები, ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები, ქრისტიანთა კომლობრივი რაოდენობა და ა.შ.
„მთიელ ხალხთა აღწერა“ ეთნოგრაფიული ნაშრომია. აქ მრავალი საგულისხმო ცნობა მოიპოვება ყაბარდოელთა ყოფის, სოციალური მდგომარეობის, ადათ-წესების, ეროვნული ხასიათისა და სხვა თავისებურებათა შესახებ. ამიტომ ეს თხზულება კავკასიელ ხალხთა ეთნოლოგიის მკვლევართათვის საყურადღებო წყაროა.
რუსულიდან თარგმნა, გამოკვლევა, განმარტებები და საძიებლები დაურთო დავით მერკვილაძემ
გაცოცხლებული ძველი ტფილისი (ორი წყარო დედაქალაქის ისტორიისთვის)
₾ 11.87 ₾ 16.95 -30%
სტალინი - დიქტატორის ახალი ბიოგრაფია
₾ 26.00 ₾ 39.95 -35%