გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941312656 |
გვერდები | 192 |
ფორმატი | 14x18 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„თამარ არდიშვილის ამ წიგნში ყველა პასაჟი, ტონალობა, აზრი და ემოცია ტკივილის კამერტონით იწყება და მისივე აკომპანიმენტით სრულდება. ოღონდ, ეს მკითხველს მოწყენის ან მობეზრების საბაბს კი არ აძლევს, არამედ პირიქით – ამ ტკივილის საიდუმლოთა წვდომისათვის მუხტავს და მის გრადაციებს, როგორც სიცოცხლის პერსპექტივებს, ისე გადაშლის.
„დიოფიტები“ ორპოლუსიანი პოეტური რეფლექსიაა, სადაც მხატვრული აზრი აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ გარდატყდება, სამყარო კი არა მონოლოგის, არამედ დიალოგის რეჟიმში მეტყველებს. ამ დიალოგში განივრცობა ცხოვრების მოტივები, პოეტის აღქმის და შეგრძნების ფოკუსში ექცევა ნიუანსიც და მთელიც, უმცირესიც და უზოგადესიც.
ამ პალიტრას პასტორალური სიმშვიდე აწესრიგებს. მთლიანობაში კი, თამარ არდიშვილის პოეტური სამყარო უნაზეს ვარაყში მოქცეულ კამეას გავს, რომელიც ტკივილის შემდეგ შეიქმნა“, – ნინო სადღობელაშვილი