უდაბნოსა შინა

მაკა ფაცურია

₾ 7.80 ₾ 11.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941314872
გვერდები 92
ფორმატი 14/20
გამოცემის თარიღი 2022
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

მაკა ფაცურია დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის საავტორო პროექტებზე. მისი პირველი პოეტური საღამოები გაიმართა „კავკასიურ სახლსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. „უდაბნოსა შინა“ ავტორის რიგით მეოთხე კრებულია.
 
ამჟამად მაკა ფაცურია ცხოვრობს ისრაელის ქალაქ თელ- ავივში. იგი გახლავთ ისრაელის ხელოვანთა კავშირის წევრი. მისი ლექსები გამოქვეყნებულია საქართველოს, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთსა და ინტერნეტ გამოცემაში.
 
2007 წელს ისრაელში გამოიცა კომპაქტდისკი (CD), რომელზეც ალექსანდრე პუშკინის, მარინა ცვეტაევას, ბორის პასტერნაკისა და ალეკსანდრ ტვარდოვსკის შემოქმედებასთან ერთად მაკას ლექსებიცაა წარმოდგენილი. 2014 წელს CD singl-ი სიმღერით “Hasta maniana”, რომელიც მაკა ფაცურიას მიერ ათ ენაზე დაწერილ ლექსზე შეიქმნა, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა, რისთვისაც ავტორს შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცა.
 
ავტორის ახალ კრებულში წარმოდგენილია მის მიერ ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი ლექსები და პოემები: „თბილისი“ და „იბერია“. აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიული პოემები მიუხედავად უამრავი მხატვრული მეტაფორისა თუ ფილოსოფიური დატვირთვის, საოცრად იოლი და სასიამოვნო წასაკითხია სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის, რისი შეფასების საშუალებაც თავად გეძლევათ ახალი კრებულით