დედაჩემმა მითხრა, რომ

კატო ჯავახიშვილი

₾ 8.40 ₾ 12.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941310652
გვერდები 130
ფორმატი 18.5/14.3
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

კატო ჯავახიშვილის ახალი კრებული ახალ კინო-სურათადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მით უფრო, რომ ამის საშუალებას ავტორი თავადვე გვაძლევს – სიურეალისტური სიზმრების მეტაპროექცია მისი პოეტური ხელწერაა, დომინანტური ფონია, რომელიც ყოველ ახალ კრებულში ახალი ამბავის, ახალი თავგადასავლის კონტურებს გამოკვეთს. კინო-სურათის სირთულე და დრამატულობა კი იმ სალექსო ფორმების სირთულესაც ემთხვევა, რომლებსაც  ავტორი სათქმელის გამოხატვისთვის ირჩევს.

 

სითამამე და პროტესტი კრებულის სახასიათო აქცენტებია. ადამიანის ბედისწერა, ხშირად ტრაგიკომიკური ნიუანსებით, მკაცრი სოციალური და მენტალური ფონით, ბევრი ჰორორით, საგანგებოდ უტრირებული სიმახინჯეებით და სავალდებულო ფატალური ფინალით, – არავის ტოვებს გულგრილს, რაც უკვე თავისთავად წარმატებული შედეგია უგრძნობელობასა და მექანიკურ, გარობოტებულ რუტინაში ჩაბმული თანამედროვე ადამიანისთვის.

 

სუსტი ნერვების მქონენი კატო ჯავახიშვილის პოეზიის კინოსეანსზე არ დაიშვებიან.

 

(ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან)