საქართველოს ისტორია. შრომები – II

დავით მუსხელიშვილი

₾ 39.95 ₾ 49.95 -20%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941513596
გვერდები 776
ფორმატი 16.5 x 22
გამოცემის თარიღი 2025
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

დავით მუსხელიშვილის „შრომების“ II ტომში გაერთიანებულია მისი ორი ნაშრომი: „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIII საუკუნემდე“ (თბ., 2012) და „საქართველო IV-VIII საუკუნეებში“ (თბ., 2004).

პირველი მათგანი ერთი ნაწილია „საქართველოს ისტორიის“ სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ერთტომეულისა, რომლის ერთ-ერთი შემდგენელი და კონკრეტული მონაკვეთის – საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIII საუკუნემდე – ავტორია დავით მუსხელიშვილი. მეორე ნაშრომი კი მეცნიერის ფუნდამენტური კვლევაა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის, IV-VIII საუკუნეების შესახებ.

ორივე ნაშრომი განკუთვნილია როგორც ფართო მკითხველი საზოგადოების, ისე საქართველოს ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების მკვლევარი სპეციალისტებისათვის.