გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941313783 |
გვერდები | 104 |
ფორმატი | 12.5/19 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ამინდის პროგნოზი
„ქაოსში მოგზაურთათვის ნამდვილი ჯილდოა ამინდის ისეთი მუდმივი ცვალებადობა, როგორც ეს ალექსანდრე ქოქოსაძის ლექსებშია. ენერგეტიკულ კოსმოსში მოხეტიალე პარაზიტებს ხან თქეში წვიმა აშინებთ, ხან გოლგოთის აღმართზე ჩამონტაჟებული ლიფტი, ხან სუპერგმირის ხმალზე არეკლილი მზის სხივი და ხანაც პოეტის თავზეხელაღებული ქმედება – მცდელობა, გააქროს დროითი განზომილებები. აქ დროის და სივრცის წრფივი ღერძები არ იკვეთება დადგენილ წელთაღრიცხვებში, პოეტის აწმყოს არ აქვს ათვლის წერტილი, ის არის მუდმივა, აპოლონი იმავე რეალობაში ცხოვრობს, სადაც კაფეში „ხურმა“ ადამიანები სალათს მიირთმევენ.
ჟანრული დაყოფაც ხშირად საკმაოდ ილუზორულია, თუ უბრალოდ, ზედაპირულად მაინც გადაავლებ „ამინდის პროგნოზს“ თვალს, პირველი რაც თვალში მოგხვდება არის ფორმის მუდმივი ცვლილება. ერთი მხრივ, ეს ძიების პროცესს ჰგავს, მეორე მხრივ კი, შესაძლებლობების მანიფესტაციაა.
თქვენ წინაშეა ლექსების კრებული, რომლითაც დიო აუცილებლად იამაყებდა.“ – მარიამ ჯანელიძე