გვრინი

გიორგი არაბული

₾ 7.10 ₾ 10.95 -35%

Rating details · 0 ratings · 0 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941470752
გვერდები 76
ფორმატი 14/18
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ადამიანი, სადაც კი უხდება მას ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და ხრიოკებს შეხიზნულს, ყველგან აადამიანურებს უტყვ ბუნებას. ფასეულია არა მხოლოდ მსოფლიო ცივილიზაციათა მონუმენტური შენობები, არამედ უჩინო საზოგადოებანიც, დედამიწისკიდეებში გაფანტულნი, ეფემერულნი და ამით ძვირფასნი, რომელთაც მუნმყოფობის კვალიც არ დაუტოვებიათ. მაგრამ ეს უკვალობაც შეიძლება მათი ღირსებაც იყოს, რადგან კვალი ნივთიერია, ეს ხალხი კი თავისი ურვა-ლხენით, ცოდვა-ბრალით, სტუმარ-მასპინძლობით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ნივთიერთან ერთად სულიერ ღირებულებებს ქმნიდა. არსებობს სოფელი მცირე და სოფელი დიდი, მცირე დიდშია ჩახატული, როგორც სარკე მისი. რა დიდი და რა მცირე... „გვრინის“ პოეტის განცდაში, მკითხველსაც რომ გასენავს, ერთი ძალა აქვს მათ აპოკალიფსურ დასასრულს. ძვირფასი სახელები – ხიტალე, ჩირდილი, სამკიბალი, გადუა, ანატორი და სხვანი მრავალნი ამოუხსნელ რებუსებად შერჩება პოსტაპოკალიფსურ სიზმარს. „ჟამს გამხმარი გვიმრა ამოუქარგავსო“ ნასახლარზე. ერთადერთი გვიმრა, დედამიწის უძველესი ბინადარი, რჩება მისი ბოლოჟამის მოწმედ... (ზურაბ კიკნაძის ბოლოსიტყვაობიდან)

ზურაბ კიკნაძის ბოლოსიტყვაობიდან: ადამიანი, სადაც კი უხდება მას ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და ხრიოკებს შეხიზნულს, ყველგან აადამიანურებს უტყვ ბუნებას. ფასეულია არა მხოლოდ მსოფლიო ცივილიზაციათა მონუმენტური შენობები, არამედ უჩინო საზოგადოებანიც, დედამიწისკიდეებში გაფანტულნი, ეფემერულნი და ამით ძვირფასნი, რომელთაც მუნმყოფობის კვალიც არ დაუტოვებიათ. მაგრამ ეს უკვალობაც შეიძლება მათი ღირსებაც იყოს, რადგან კვალი ნივთიერია, ეს ხალხი კი თავისი ურვა-ლხენით, ცოდვა-ბრალით, სტუმარ-მასპინძლობით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ნივთიერთან ერთად სულიერ ღირებულებებს ქმნიდა. არსებობს სოფელი მცირე და სოფელი დიდი, მცირე დიდშია ჩახატული, როგორც სარკე მისი. რა დიდი და რა მცირე... „გვრინის“ პოეტის განცდაში, მკითხველსაც რომ გასენავს, ერთი ძალა აქვს მათ აპოკალიფსურ დასასრულს. ძვირფასი სახელები – ხიტალე, ჩირდილი, სამკიბალი, გადუა, ანატორი და სხვანი მრავალნი ამოუხსნელ რებუსებად შერჩება პოსტაპოკალიფსურ სიზმარს. „ჟამს გამხმარი გვიმრა ამოუქარგავსო“ ნასახლარზე. ერთადერთი გვიმრა, დედამიწის უძველესი ბინადარი, რჩება მისი ბოლოჟამის მოწმედ...

გზაზე გასვლა

გიორგი არაბული

₾ 3.60 ₾ 5.50 -35%

Rating details · ratings · reviews

გვრინი

გიორგი არაბული

₾ 7.10 ₾ 10.95 -35%

Rating details · 0 ratings · 0 reviews