თილისმა

გიორგი ბალახაშვილი

₾ 19.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317842
გვერდები 136
ფორმატი 16x22
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„გიორგი ბალახაშვილის „თილისმა“ ნამდვილი საჩუქარია პოეზიის მოყვარულთათვის. კრებულში ძირითადად 2015-2022 წლებში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი, რომლებიც ქართველ მკითხველს ავტორისთვის დამახასიათებელ, სიმბოლიზმის გვიანი გამოძახილებით სავსე პოსტმოდერნისტულ მხატვრულ სივრცეში ამოგზაურებს.
 
„განათლებული, გემოვნებიანი ავტორი, ფაქტობრივად, არც ერთ სუსტ ტექსტს არ სთავაზობს მკითხველს, ყოველი ლექსი – კონვენციური თუ ვერლიბრი – დახვეწილია, სულის მაღალის ფორიაქის ანარეკლი, გამორჩეული ალუზია-რემინისცენციებით დატვირთული, ასოციაციური სტრიქონით, სვლის გეზითა და მიმართულებით – ეკლიანი გზით – ვარსკვლავეთისაკენ.
 
გიორგი ბალახაშვილიც იმ პოეტთაგანია, ვინც ამბავს ლირიკული ტექსტით ჰყვება, მაგრამ ნარატიული ელემენტი ემოციურ ველს არ ვნებს, პირიქით, ამძაფრებს კიდეც. წიგნში ბევრი ამბავია, მეტიც, ყოველი ტექსტი ცალკე ნარატივია, სარომანე თემა“. – ნანა კუცია