გამომცემლობა პალიტრა L
ISBN 9789941323966
გვერდები 412
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

მდინარე ევფრატის პირას მდებარე, მიყრუებული სოფლიდან დედოფლის ლონდონამდე გზა ცრემლით, ტკივილითა და იმედით არის სავსე. ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი _ ვერა. რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თაგვადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული, ყოფითი, მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და ყველა _ მსხვერპლი.ელიფ შაფაქი _ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდგარი მწერალი _ ორი სამყაროს ერთობასა და უცხოობაზე და იმ გულზე, რომელიც ყველაზე ულმობელ სახალხო სამართალს, წეს-განგებას, ტრადიციას, სირცხვილსაც კი არ უშინდება, როცა სიყვარულით ფეთქავს. "ღირსება" არის რომანი, რომელიც ლონდონს არალონდონელების თვალით დაგვანახებს და დაგვაფიქრებს, თუ რას ნიშნავს ღირსება.