აეროპორტი

სერგეი ლოიკო

₾ 11.70 ₾ 17.95 -35%

Rating details · 226 ratings · 392 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941463310
გვერდები 484
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

რუსულიდან თარგმნა თამარ კვარაცხელიამ
 
მთავარი წიგნი ომზე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, და გმირებზე, რომლებსაც უნდოდათ სიცოცხლე, მაგრამ იღუპებოდნენ.
 
„აეროპორტი“ – ეს არ არის ქრონიკა, გამოძიება, მატიანე. ეს არის რომანი, დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. წიგნში უამრავი პერსონაჟია, ბევრი დრამატული, ერთმანეთთან გადაჯაჭვული სიუჟეტური ხაზი. წიგნი არა მხოლოდ და არა იმდენად ომზეა. იგი სიყვარულზეცაა, ვერაგობაზე, ვნებაზე, ღალატზე, სიძულვილზე, რისხვაზე, სინაზეზე, ტკივილსა და სიკვდილზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს დღევანდელ და გუშინდელ ცხოვრებაზე.
 
„ეს ეჭვგარეშე საუკეთესო წიგნია ომზე, რომელიც შემხვედრია. ავტორმა მოახერხა ასი პროცენტით გადმოეცა „კეთილ ძმა-მეზობელთან“ ომის რეალიები. აქ მწერლის ნიჭი არაა საკმარისი. ასე რომ ასახო ომი, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე მასში. საჭირო იყო იქ გეცხოვრათ ჩვენთან ერთად ამდენი დღის განმავლობაში. ვკითხულობ და ტანში ჟრუანტელი მივლის, გული მიძგერს და მეყინება. თითქოს ისევ იქ ვარ, აეროპორტში. ომის სუნსაც კი ვგრძნობ“ (სერგეი ტანასოვი, დონეცკის აეროპორტისათვის ბრძოლების მონაწილე).
 
„როდესაც ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ თქვენი შვილიშვილები საკმარისად გაიზრდებიან, რომ წაიკითხონ ეს წიგნი, იმედი მაქვს, რომ აქ აღწერილ ამბებს აღიქვამენ როგორც ფენტეზის, Cyborgs vs. Orcs, ან რაღაც ამდაგვარს, არა იმიტომ, რომ „ეს არ შეიძლება არასდროს მოხდეს“, არამედ იმიტომ, რომ ეს არასდროს არ უნდა მოხდეს (სერგეი ლოიკო).
 

 

რომანის მოქმედება იწყება აეროპორტში.აეროპორტის პატარა უკრაინული გარნიზონი დღე და ღამ იგერიებს მტრის იერიშებს. კიბორგები როგორც მათ მტრები უწოდებენ, მოწინააღმდეგეებს ორკებს ეძახიან. კიბორგებთან ერთად აეროპორტში იმყოფება ამერიკელი ფოტოგრაფი, რომლისთვისაც ეს, ომი, სხვაგვარად - რუსეთ-უკრაინის ომი, მის პირად დრამად იქცევა.... სერგეი ლოიკო 2014 წელს იმყოფებოდა დონეცკის აეროპორტში და ოთხი დღე დაჰყო კიბორგებთან.

პეტერბურგი

ანდრეი ბელი

₾ 11.70 ₾ 17.95 -35%

Rating details · 4126 ratings · 14369 reviews