უპირატესობათა სია

ბოკო ჭიღლაძე

₾ 10.00 ₾ 12.95 -23%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941318139
გვერდები 124
ფორმატი 14.5x20.5
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ავირჩიოთ უკვე კარგად გამოცდილი და ბანალური გზა, ბოკო ჭიღლაძის რომანი მოვაქციოთ პირველი რომანის კატეგორიაში და ამ პერსპექტივიდან ვისაუბროთ ტექსტზე. ამას შეგვიძლია დავამატოთ ისიც, რომ ეს მისი, როგორც პოეტის, პირველი რომანია და ასე შევკრათ საბოლოო ჯამში არაფრისმთქმელი წრე, თუმცა, თავად წიგნი ამას არ იმსახურებს.
 
ცხადია, ასეთი მიდგომა ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ „უპირატესობათა სია“ ბოკო ჭიღლაძის პირველი რომანია და ამ წიგნში ყველაფერია, რაც ზოგადად თითქმის ყველა კარგ პირველ რომანში გვხვდება: ექსპერიმენტის სურვილი, საკუთარი გამოცდილების მაქსიმალურად გამოთქმის სურვილი და ამ გზით საკუთარი თავის ამოხსნა.
 
კარგი მწერალი წიგნიდან წიგნში ძუნწდება – თანდათან სულ უფრო და უფრო დოზირებულად იწყებს დეტალების გამჟღავნებას. მომავალ წიგნებში „უპირატესობათა სიის“ ავტორი, რომელიც, თავისთავად უკვე კარგი მწერალია, ასე მოიქცევა და ასეთი გულუხვი აღარ იქნება, თუმცა მანამდე მკითხველის წინაშე ეს წიგნია – სტილისტურად და შინაარსობრივად გაბედული ნამუშევარი. ერთი შეხედვით კამერული შინაარსის რომანი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან დაკვირვებული მკითხველი კამერულ შინაარსს მიღმა დაინახავს ერთფეროვან ყოველდღიურობას, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც მრავალმხრივ ახდენს გავლენას.“ – დავით ქართველიშვილი


ადამიანი ხვდება ძაღლს

კონრად ლორენცი

₾ 5.00 ₾ 21.95 -77%

Rating details · 823 ratings · 1758 reviews