დიდი დაცემა

პეტერ ჰანდკე

₾ 19.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941315565
გვერდები 218
ფორმატი 14/20
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ნობელიანტი ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს ვრცელი მოთხრობა „დიდი დაცემა“ გამომცემლობა Suhrkamp-მა 2011 წელს გამოსცა.
 
„დღე, რომელიც დიდი დაცემით დასრულდა, ავდრიანი დილით დაიწყო. კაცი კი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ,
ძლიერმა ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა,“ – ასე იწყებს ამბის თხრობას ავტორი, რომლის გმირი, მარტოსული და ცივილიზაციას განრიდებული ყოფილი მსახიობი, მრავალწლიანი პროფესიული კრიზისისა და განმარტოების შემდეგ, ამოკით შეპყრობილის როლის შესრულებას თანხმდება და ერთ ავდრიან დილით კვლავ დიდი ქალაქის ხმაურიანი ცენტრისკენ მიმავალ გზას დაადგება... ამ დღის ბოლოს საყვარელ ქალთან შეხვედრასა და საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს, სადაც მას საპატიო ჯილდო უნდა გადასცენ.
 
...არც ერთი ხდება და არც მეორე: „ნაცვლად ამისა – დიდი დაცემა“. სწორედ ამ ფრაზით ასრულებს პეტერ ჰანდკე თავისი გმირის ერთდღიანი თავგადასავლის თხრობას, რომელიც მკითხველს უამრავ მოულოდნელობასა და მძაფრ განცდას ჰპირდება, ბევრ საფიქრალს უჩენს და მორიგ თავსატეხსაც, როგორც ეს ჰანდკეს ზოგადად სჩვევია: რაზე მიანიშნებს ავტორი სათაურით „დიდი დაცემა“? ქრისტიანულ-მეტაფიზიკურ კონტექსტზე თუ ალბერ კამიუს „დაცემაზე“? ან, იქნებ, ამერიკულ GREAT FALLS-ზე, რომელიც ამ ნაწარმოების შექმნის ადგილად სახელდება.
 
გერმაულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ