ქართული ჟურნალისტიკის ისტორია

თამაზ ჯოლოგუა

₾ 13.97 ₾ 19.95 -30%

Rating details · 0 ratings · 11 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941445255
გვერდები 556
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2013
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

ქართული ჟურნალისტიკის ისტორია ისწავლება საქართველოს არაერთ უმაღლეს სასწავლებელში. ამ სახელმძღვანელოს მიზანია, სტუდენტებს გაუადვილოს მეტისმეტად ვრცელ მასალაში ორიენტირება.
 
წიგნი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მისი ხასიათიცა და შედგენილობაც ამ უკანასკნელი გარემოებითაა განსაზღვრული. თუმცა შესაძლებელია, იგი XIX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკით, საზოგადოებრივი აზრის ისტორიით, კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო ცხოვრებით დაინტერესებულ ნებისმიერ მკითხველს გამოადგეს.

"ქართული ჟურნალისტიკის ისტორია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება და წიგნი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

წიგნი არის სრულყოფილი სამეცნიერო მონოგრაფია და საინტერესოა არა მარტო ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის, არამედ XIX საკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიით, კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო ცხოვრებით დაინტერესებული მკითხველისთვისაც. წიგნში წარმოდგენილია იმ პერიოდის ცალკეული გამოცემები, ინფორმაცია ამ გამოცემის ავტორებზე, რედაქტორებზე, გამოცემის მიმართულებებსა და ცალკეულ ნაწარმოებებზე".

"ეს არის მართლაც სრულყოფილად დაწერილი XIX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, სადაც მკითხველი აღმოჩნდება იმ მრავალფეროვან და დიდ სამყაროში, რომელსაც ქართული პრესა, ბეჭდური მედია ჰქვია". (tavisupali.ge)