რავქნისა ციხე ავაგე

კონსტანტინე ზ. გამსახურდია

₾ 10.00

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-458-15-6
გვერდები 314
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ეს პოეტური ჩანაწერები თავიდანვე წიგნად სულაც არ განზრახულიყო. იწერებოდა დროდადრო, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენათა კვალდაკვალ, ყველაზე ძალიან რაც შეძრავდა კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსს, და თანაც განსჯა ყოველთვის გარკვეულ კომპოზიციურ ქარგაში მოექცეოდა ხოლმე...

 

რავქნისა ციხე ავაგე ზუსტად და მოხდენილად ნაპოვნი სახელწოდებაა წიგნისა, რომელსაც შესაძლოა მიყრუება და ფურცლებადვე დაფანტვაც ემუქრებოდა, რომ არა მეგობრული შეგულიანება – თითოეულ ჩანაწერს არამარტო სათაური დარქმეოდა, არამედ დაფასებულიყო მათი ეპოქალურობაც და ჟანრობრივი თავისებურებაც, მათი სიღრმეც და მასშტაბურობაც.

 

უმთავრესი ღირსება კი ისაა, რაც ყოველთვის წამოგვაგონდება კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსის ხსენებისას – მისი მიუდგომლობა და აუმღვრევლობა, მისი ეს უჩვეულო უნარი, შეინარჩუნოს სიმშვიდე და წონასწორობა ყველაზე მწვავე ვითარებაშიც. (როსტომ ჩხეიძის წინასიტყვაობიდან)