| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941319037 |
| გვერდები | 128 |
| ფორმატი | 12.5/19 |
| გამოცემის თარიღი | 2025 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
„იების სამაროვნის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, შავი ყვავი, ამ მოთხრობების კრებულის სხვა პერსონაჟების გულებში ჩაბუდებული ბოროტების ერთადერთი მოწმეა. ის ხედავს ოკეანის ნახვაზე მეოცნებე ბიჭუნას, რომელიც ტკივილსა და ტანჯვაში იზრდება; ხედავს სიყვარულის სამსხვერპლოზე მოტანილ ოცნებებსა და სიცოცხლეს, მამაკაცსაც, რომელმაც მოკლა და დაფლა საკუთარი სინდისი და შემდეგ მთელი ცხოვრება წარსულის აჩრდილისგან გარბის…
წიგნი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გულგრილობა ყველა ჯალათზე უმოწყალო მკვლელია, რომ სამყარო აუცილებლად მიგიყვანს შენს ჩრდილებთან, რათა დაინახო, გაიგო და გამოისყიდო შენი დანაშაული, რადგან ყველა ქმედება ექოსავით გვიბრუნდება უკან. წიგნი მოგვითხრობს დანაშაულზე, დიდ სიყვარულზე, პატიებასა და სამყაროს ამოუცნობ და უცვლელ სამართალზე.