საგზალი

ელზა ჯავახიშვილი

₾ 9.95 ₾ 25.00 -60%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941315190
გვერდები 122
ფორმატი 16.5/16.5
გამოცემის თარიღი 2022
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

„საგზალი“ ძალიან შეუფარავად გვიყვება ადამიანზე (ადამიანებზე), რომლებიც ორ სამყაროს შორის მოძრაობენ, რომლებიც ამ სამყაროებს შორის საკუთარ თავს კარგავენ და ახლიდან პოულობენ.
 
ემიგრაცია ჩვენს არსს აშიშვლებს, ის გვახსენებს, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენს ჩვეულ ყოფაში მნიშვნელოვანი და სადავო გვეგონა, რის გამოც დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავდით, სხვაგან საერთოდ კარგავს მნიშვნელობას... მაგრამ სამაგიეროდ გვახსენებს, გვაბრუნებს ძალიან არქაულ, ეგზისტენციალურ ღირებულებებთან.
 
„საგზალი“ ერთგვარი მცდელობაა ყველა ამ რთულად გასაზიარებელი პროცესის გადმოცემის და ვიზუალიზაციის. იქ, სადაც სიტყვები მარცხდება ავტორი სახვით ხერხებს მიმართავს, ცდილობს გრაფიკულად მიიტანოს მკითხველამდე თავისი სათქმელი, რომელიც არ ასვენებს, რომელთანაც ჭიდილში ატარებს დიდ დროს და რაც მთავარია, ამას ყველანაირი შიშის გადალახვით და დაძლევით აკეთებს...“ – ნინო ხარატიშვილი