| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941470875 |
| გვერდები | 124 |
| ფორმატი | 14.2/17.9 |
| გამოცემის თარიღი | 2018 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
„გურამ ჯახუტაშვილის ლექსებში კიდევ ერთხელ ვხდებით იმის მოწმენი, რომ ტრადიციული საზომი, ფორმა თავისთავად სიახლის ბიძგია, თუკი, რასაკვირველია, შენ თვითონა ხარ ახლის სათქმელად მოწოდებული.
ისევე, როგორც მდინარეს – კალაპოტი, ემოციას, პოეტურ ენერგიას ჭირდება ერთგვარად შემზღუდავი ფორმა, წესრიგი. ამისთვის უამრავი ყალიბი მოიგონეს კიდეც პოეტებმა საუკუნეების მანძილზე – სონეტი, ტერცინა, ტრიოლეტი...
რაც ლექსს წარმოგვიდგენს, როგორც მკაცრად ორგანიზებულ ფენომენს, რომელიც, მიუხედავად შემზღუდავი ფორმისა (შეიძლება ამის გამოც!), სწორედ განცდათა ბუნებრიობას ამძაფრებს, რამდენადაც უკვე აზრად ქცეული ემოცია იწყებს თავის აქტიურ მოქმედებას...“ (თამაზ ჭილაძის წინასიტყვაობიდან)