სოთინ ვა ვორდინ თიმწკუმა

ზაალ ჯალაღონია

₾ 13.00 ₾ 19.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941843150
გვერდები 280
ფორმატი 12.5/19
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„როდესაც ზაალ ჯალაღონიას ამ მეგრულ ლექსებს თვალს გააყოლებ და თბილი გულით წაიკითხავ, მაშინათვე მიხვდები, რომ მეგრული ენა სავსე სულის ენაა, ზღვისა და მთის დამტევი. ეს ვიცით. ეს პოეტური კრებულიც ამის თვალნათლივი მაჩვენებელია, – ნამდვილი და მართალი!
 
რა შეუძლია პოეზიას? რა უნდა მოიმოქმედოს პოეტმა იმისათვის, რომ ამ სამყაროს მისი ძალა შეჰმატოს, ქარივით დარჩეს და ქროდეს სამარადჟამოდ, სანამ ადამიანის ჩრდილი მიწას ათბობს? ალბათ ცოცხალი ქარივით უნდა იყოს, ფხიზელი და ახლის მთქმელი... ზაალ ჯალაღონია დიდი ხანია ალიონის მზესავით წასდგომია როგორც მეგრულ, ასევე ქართულ სიტყვიერებას. წმინდა ენით გეუბნება სათქმელს, ზედმეტს არაფერს გაურევს, არ დაგღლის, არ ბაქიბუქობს; მისი პოეტური სამყარო აქვს, გაზაფხულის ყვავილივით ამოიწვერება მის ყოველ ლექსში და ასევე რჩება; ვერცერთი ქარი ვერ მოერევა, ერთი ფოთოლიც კი არ მოსწყდება. როგორც ვთქვით, ცოცხალი ქარია, ქრის და ასე იქროლებს მუდამ, სანამ ადამიანის ჩრდილი მიწის გულს ათბობს“, – ნიკა ლაშხია.
 
წიგნი გამოიცა მეგრული ენის ასოციაციისა და გამომცემლობა „ინტელექტის“ თანამშრომლობით