ყვითელი ნახევარმზე

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი

₾ 22.20 ₾ 36.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941314407
გვერდები 698
ფორმატი 14.50/20.50
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ყვითელი ნახევარმზე

„მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით“ – ასე ჰქვია რომანს, რომელსაც ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი წერს. მთელი განვითარებული მსოფლიო, ცივილიზებული დასავლეთი შეთანხმებულად არიდებდა თვალს, როგორ იხოცებოდნენ ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა 1967-70 წლებში, ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს, იხოცებოდნენ კოლონიზატორი სახელმწიფოების ბომბდამშენებით, ნაღმებით, ტყვიებით, შიმშილით...
 
ეს არის რომანი ომისეული და ცხოვრებისეული ბრძოლების შესახებ. ცნობილი ნიგერიელი მწერალი, ჩინუა აჩებე, წიგნის ახალგაზრდა ავტორს გრძნეული ორაკულების შთამომავალს უწოდებს, მართლაც, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი დიდი ოსტატობით ხატავს ომისა და მშვიდობის მონუმენტურ სურათს და დაგვიანებით, მაგრამ მაინც ახერხებს მრავალწლიანი გულგრილობის შერყევას, მსოფლიოს წინაშე ბიაფრის – სამწლიანი ოცნებისა და ეფემერის სახელმწიფოს – გამოსარჩლებას.
 
ბიაფრა, რომლის სიმბოლოც ყვითელი ნახევარმზე გახლდათ, ერთიანმა ნიგერიამ „გადაყლაპა“, ხოლო „ყვითელი ნახევარმზის“ მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი კი 2013 წელს აკრძალა ნიგერიის მთავრობამ.
 
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა