გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941482335 |
გვერდები | 106 |
ფორმატი | A5 |
გამოცემის თარიღი | 2018 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა.
ტედ ჰიუზის წიგნის არსი პირადი სივრციდან, მათ შორის – პირადი პოეტური გამოცდილებიდან გასვლის მცდელობაა. ეს არის უცნაური და, რაღაც გაგებით, ახირებული ეპოსი ორი გამჭოლი პერსონაჟით – ღმერთითა და მისი ქმნილებით, ყვავით. პოეტი ქმნის მიკროსამყაროს, რომელსაც გამოცლილი აქვს ლოგიკა, ჰუმანიზმი, ქრისტიანული მორალი. არადა წიგნი უხვადაა გაჯერებული ბიბლიური და მითოლოგიური, ისტორიული და პრეისტორიული ალუზიებით, თუმცა დარღვეულია ყოველგვარი კავშირი მათ შორის. ყვავი იცვლის სიუჟეტებს, გადაადგილდება დროსა და სივრცეში, ჩნდება და იკარგება.
ეს არის თამამი, მეტიც, თავხედური ექსპერიმენტი, სადაც პოეტი ამეტყველდა არა ცხოველებისა და ფრინველების, მცენარეებისა და ელფების ენით, არამედ – ცხოვრების! მან სცადა, შეექმნა ცხოვრების სტიქიურობისა და აბსურდულობის პოეტური ეკვივალენტი.
წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.