ხმაური და მძვინვარება

უილიამ ფოლკნერი

₾ 17.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941153648
გვერდები 300
ფორმატი 14.50 X 21.50
გამოცემის თარიღი 2011
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

მთარგმნელი: ზაურ კილაძე

უდიდესი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, უილიამ კატბერტ ფოლკნერი (1897-1962) დაიბადა ნიუ-ოლბანიში, მისისიპის შტატში. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად ოქსფორდში გადავიდა, სადაც უილიამმა მთელი ცხოვრება გაატარა. იგი სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც მალე მიატოვა; შემდეგ მისისიპის უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მუშაობდა სცენარისტად...
იოკნაპატოფას ციკლის რომანი, "ხმაური და მძვინვარება," 1929 წელს დაიწერა. ნაწარმოების სათაური აღებულია შექსპირის "მაკბეტის" ცნობილი მონოლოგიდან. მწერალი ურთიერთობის ორიგინალურ ფორმას სთავაზობს მკითხველს, რომელსაც იმდენად დიდი სამუშაოს შესრულება უხდება, უჩნდება თანაავტორობის უჩვეულო განცდა. ინფორმაციის მიღება ამ წიგნიდან უაღრესად შრომატევადი პროცესია. ფოლკნერი მიმართავს XX საუკუნის მოდერნისტული მწერლობისთვის დამახასიათებელ მეთოდს, რომელსაც ცნობიერების ნაკადს უწოდებენ. ცნობიერების ნაკადში აზრები, შეგრძნებები, მოგონებები, უეცარი ასოციაციები გამუდმებით ეჯახება ერთმანეთს. ხშირად საჭირო ხდება მიბრუნება და "ძირს დაბნეული" ნაწილების (მხედველობიდან გამორჩენილი დეტალების) აკრეფა, შეკრება, შესაბამის ადგილას ჩასმა, რითაც ამა თუ იმ ეპიზოდის, ფრაზის, პერსონაჟის ქმედების, ჟესტის  მნიშვნელობა განუზომლად, თვალსა და ხელს შუა იზრდება. ნაწარმოების შინაარსი უზარმაზარ მოზაიკურ პანოს ჰგავს, რომლის ნაწილები ოთხ თავშია მიმოფანტული. კითხვის დამთავრებისას ეს პანო დასრულებულ სახეს იძენს და მთელი თავისი მონუმენტურობით წარმოგვიდგება.
ქართველ მკითხველს ამჯერად ნათია მენაბდის მიერ განახლებულ თარგმანს ვთავაზობთ.


სული რომ ამომდიოდა

უილიამ ფოლკნერი

₾ 12.50 ₾ 19.95 -37%

Rating details · 124540 ratings · 264354 reviews

გვამის შემგინებელი

უილიამ ფოლკნერი

₾ 12.50 ₾ 19.95 -37%

Rating details · 4579 ratings · 9831 reviews

ველური პალმები

უილიამ ფოლკნერი

₾ 14.95 ₾ 24.95 -40%

Rating details · 3521 ratings · 8157 reviews