გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941445835 |
გვერდები | 234 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2015 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ
დეტექტიური რომანის დაწერის იდეა ფოლკნერს ბევრად უფრო ადრე გაუჩნდა, ვიდრე უშუალოდ „გვამის შემგინებელზე“ მუშაობას შეუდგებოდა; ისიც საინტერესოა, რომ ჩვენებური გაგებით ამ სერიოზული მწერლისთვის, ასეთი რამ სრულიადაც არ იყო უცხო ხილი: მას ეკუთვნის წმინდა დეტექტიური ჟანრის მოთხრობების კრებული „მხედრის გამბიტი“, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი ჰქონდა მიღებული „დეტექტივისტთა“ საჟურნალო კონკურსში და ჰოლივუდში რ. ჩანდლერის რომანის მიხედვით წერდა ფილმის სცენარს...
თუმცა, „გვამის შემგინებელი“ იმდენად დეტექტიური რომანი არ არის, რამდენადაც კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება მწერალს „კალამი გაექცეს“ და თავდაპირველმა ჩანაფიქრმა წერის პროცესში ტრანსფორმაცია განიცადოს: ამ ნაწარმოებში თითქოს აქცენტები გადაადგილდა და მთავარი ხაზი სხვა სიუჟეტს დაეთმო, რომლის მოვლენებიც 16 წლის ბიჭის ცნობიერებაში აირეკლება, ხოლო მკვლელობის საიდუმლოც და მისი ამოხსნაც უკვე თავისთავად კი აღარაა იმდენად მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელობას მთავარი გმირის, ჩიკ მელისონის „გამოცდის“ თვალსაზრისით იძენს. თვით ფოლკნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანი „ჩვეულებრივი დეტექტივიდან იმის არცთუ ურიგო კვლევად იქცევა, ერთ ღამეში როგორ დაკაცდა თექვსმეტი წლის ბიჭი“.
მ ნაწარმოებში თითქოს აქცენტები გადაადგილდა და მთავარი ხაზი სხვა სიუჟეტს დაეთმო, რომლის მოვლენებიც 16 წლის ბიჭის ცნობიერებაში აირეკლება, ხოლო მკვლელობის საიდუმლოც და მისი ამოხსნაც უკვე თავისთავად კი აღარაა იმდენად მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელობას მთავარი გმირის, ჩიკ მელისონის "გამოცდის" თვალსაზრისით იძენს. თვით ფოლკნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანი "ჩვეულებრივი დეტექტივიდან იმის არცთუ ურიგო კვლევად იქცევა, ერთ ღამეში როგორ დაკაცდა თექვსმეტი წლის ბიჭი"