გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941463235 |
გვერდები | 200 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ეს წიგნი იმაზეა, რომ კითხვა სასარგებლოა. არ არსებობს კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რომელსაც ადამიანის გონების, წარმოსახვის, თვალსაწიერის გაფართოება შეუძლია.
კარგი მკითხველები გაცილებით უფრო მდიდარი და ფერადოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც არ კითხულობენ. ფსიქოლოგებმაც ხომ დაადგინეს, რომ კითხვა, წარმოსახვითი სამყარო, ზუსტად იმ გავლენას ახდენს ადამიანის ნევროლოგიურ სისტემაზე, რასაც რეალური სამყარო – როდესაც პერსონაჟი განსაცდელშია და ამის შესახებ ვკითხულობთ, ეფექტი იგივეა, ჩვენ, მკითხველები თავად რომ აღმოვჩენილიყავით ამ განსაცდელში.
თქვენი წიგნები არავის უნდა მისცეთ თორემ მათ ვეღარ იხილავთ, – ხუმრობდა ანატოლ ფრანსი, – ჩემს ბიბლიოთეკაში მხოლოდ ის წიგნებიღა დარჩა, რომლებიც სხვებს გამოვართვი წასაკითხადო; დეკარტი კი ამბობდა, კარგი წიგნების კითხვა წარსული დროის საუკეთესო ხალხთან საუბარია, თანაც ისეთი საუბარი, როდესაც ისინი მხოლოდ საუკეთესო აზრებს გიზიარებენო.
ლევან ბერძენიშვილს სტატიების ამ კრებულისათვის, რომელიც 2014-2015 წლებში ქვეყნდებოდა ჟურნალ „ლიბერალში“, 2017 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა (ნომინაცია „წლის საუკეთესო ესეისტიკა/დოკუმენტური პროზა“).
ჰო და არა
₾ 10.00 ₾ 15.00 -33%
მედეა - თარგმანები
₾ 15.00 ₾ 24.95 -40%
ჩვენები - ქართველები ბერძნულ მითოსში
₾ 18.00 ₾ 25 -28%