გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941313011 |
გვერდები | 154 |
ფორმატი | 20/13.50 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
თანამედროვეობის გამორჩეული ლიბანელი მწერალი ქალის, იმან ჰუმაიდან იუნისის „ველური თუთა“ მწერლის მეორე რომანია, რომელიც 2001 წელს გამოიცა. „ველური თუთა“ ჰუმაიდანის ქართულად თარგმნილი ასევე მეორე რომანია. წიგნის მთავარი გმირის, სარას საოცარი უშუალობით გადმოცემული ავტობიოგრაფიული ნარატივის ფონზე მკითხველი მთლიანი ლიბანის დრუზების თემის ცხოვრების თანამონაწილე ხდება პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. შთამბეჭდავი ესკიზებით მოცემული მთიანი ლიბანის ერთ სოფლის ეთნოგრაფიული სურათი ამ რომანის ცალკე ღირსებაა.
„ველური თუთა“ ჟანრული თვალსაზრისით ე.წ. განვითარების რომანია, რომელშიც მკითხველის თვალწინ გადაიშლება მთავარი გმირის, სარას ფსილოქოგიური და სოციალური განვითარების გზა. ეს გზა სარას მიერ სამყაროს მისეული შემეცნებისა და საკუთარი თავის ძიების პროცესია, რომელიც გოოგნას უკვალოდ გამქრალი დედის ძიების პროცესთანაა გადახლართული. დედისა, რომლის გაქცევის შესახებ გარემომცველთა მიერ განსხვავებულად მონათხრობი ისტორიების შეკრება და დედის სახის რეკონსტრუქცია ცხოვრების მიზნად უქცევია. უკან დაბრუნებული კი აცნობიერებს, რომ ყველა შეკითხვის გასაღები თავად მასშია, დედის ძიება კი სინამდვილეში, თვითძიების, საკუთარ თავში ჩაღრმავების პროცესია, იმგვარი გამოცდილების შეძენაა, რამაც უნდა მისცეს ძალა ცხოვრების გაგრძელებისა.
არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ
ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“
₾ 9.00 ₾ 17.95 -50%
ველური თუთა
₾ 17.95