დამალული განძი (გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში)

ვაიოლეტ ოკლანდერი

₾ 34.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941318627
გვერდები 362
ფორმატი 14*20
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„დამალული განძი" ვაიოლეტ ოკლანდერის კიდევ ერთი საჩუქარია იმ თერაპევტებისთვის, რომლებიც ბავშვებთან, მოზარდებთან და ოჯახებთან მუშაობენ. ისევე როგორც წიგნში „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ", ვაიოლეტი აქაც უამრავი ამბის საშუალებით, თეორიისა და გამოცდილების თანაბარი აღწერით გვახედებს თავის მუშაობაში. ეს წიგნი თვალნათლივ წარმოგვიდგენს, როგორ გამოვიყენოთ გეშტალტ-თერაპიის პრინციპები ბავშვების ცხოვრების შესაცვლელად. კარენ ფრაიდი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ვაიოლეტ ოკლანდერის ფონდის პრეზიდენტი და დამფუძნებელი საბჭოს წევრი ვაიოლეტ ოკლანდერის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ" დიდებული საჩუქარი იყო, რომელმაც გააცნო თერაპევტებს, მასწავლებლებსა და მშობლებს თამაშის, ურთიერთკავშირის და ორმხრივი პატივისცემის ძალა. „დამალული განძი: გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში" ლამაზად და ნათლად აღწერს ოკლანდერის მოდელის პრაქტიკულ ჯადოსნობას – გვიხსნის, თუ როგორ და რატომ აქვს მის თერაპიულ პროცესს საყოველთაო გავლენა ბავშვთა და მოზარდთა თერაპიაზე. დოქტორი ოკლანდერი „დამალულ განძს" თავის „თემატურ" წიგნს უწოდებს. ეს კიდევ ერთი დიდებული საჩუქარია – ამჯერად იგი დეტალურად აღწერს თავის თერაპიულ მოდელს, განვითარების თეორიას და იმას, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ბრაზზე, როგორ უნდა ვიმუშაოთ მოზარდებთან, პატარებთან, ჯგუფებთან, ADHD ბავშვებთან, დარდზე, თვითზრუნვასა და მუსიკაზეც კი. ლინ სტადლერი, ოჯახის თერაპევტი, ვაიოლეტ ოკლანდერის ფონდის პრეზიდენტი და დამფუძნებელი საბჭოს წევრი ვაიოლეტ ოკლანდერმა საფუძველი ჩაუყარა გლობალურ ჰუმანისტურ ბავშვთა ფსიქოთერაპიას, მისი წყალობით შეგვიძლია, განვაგრძოთ ბავშვთა თერაპიის განვითარება. მისი პატივისცემა ყოველი ბავშვის განუმეორებლობისადმი, მისი სიცოცხლის სიყვარული, რამაც საკუთარი, განუმეორებელი გზა აპოვნინა, დიდი შთაგონებაა ყოველი ჩვენგანისთვის, პროფესიონალებისთვისაც და მშობლებისთვისაც. დაე მისი წიგნი გავრცელდეს მშვენიერ საქართველოში მომავალი თაობის სასიკეთოდ. გზა დავულოცოთ ამ წიგნს! ალენა ვავროვა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბავშვთა და ოჯახის გეშტალტ-თერაპევტი, ხელმძღვანელი და ტრენერი