ულეგენდოდ ლეგენდაში

როსტომ ჩხეიძე

₾ 24.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941319105
გვერდები 424
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

და აი, სწორედ აქ ჩანს როსტომ ჩხეიძის – ამ ბრწყინვალე ბიოგრაფიული რომანის ავტორის – დიდი ნიჭი, როცა დავით წერედიანის ბიოგრაფიაზე თხრობისას არჩევანს არა – პოეტის ყოველდღიური ყოფის დეტალებზე, არამედ მის შე მოქმედებით სიცოცხლეზე აკეთებს და ამ შემოქმედებითი სიცოცხლის თითოელ ეპიზოდს, მათთან დაკავშირებულ მღელვარებებს, საზოგადოებრივი აზრის რხევებსა თუ ინტელექტუალურ ზეგავლენებს შესაშური მკაფიოობით გადმოგვცემს.

ეს არის სწორედ ძირითადი ქარგა, რაზეც ბელეტრისტული თხრობის ნამდვილი ლეგენდა იქსოვება იმ კაცისათვის, ვინც სიცოცხლეშივე ავტორთა მიერ საკუთარ თავზე შექმნილ ლეგენდებს ირონიულად უყურებდა, ამას თვითონ საგანგებოდ არიდებდა თავს და ამით, არსებითად, ყოველგვარ ამქვეყნიურ, დროებით პატივსა და დიდებას გაურბოდა.

და რა სწორად იქცეოდა, რადგან, თუ ლეგენდაში შებიჯებაა, სწორედ ასე უნდა შეაბიჯო – როსტომ ჩხეიძის არაჩვეულებრივი ბიოგრაფიული რომანის მეშვეობით, შენი დიდი შემოქმედების ყოველმხრივ პროფესიული და წყალგაუვალი ანალიზით, გზამართალს შეყოლილმა, ისე, როგორც სამოთხის წალკოტებში…