100 ამბავი - ოთარ ჩხეიძე

როსტომ ჩხეიძე

₾ 7.80 ₾ 11.95 -35%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487019
გვერდები 248
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ამ წიგნში ოთარ ჩხეიძის უკომპრომისო ცხოვრებისა და შემოქმედების ამბავია მოთხრობილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდანვე ლიტერატურულ წრეებშიც და ფართო მკითხველთა შორისაც დიდ მწერლად და მოუთვინიერებელ პატრიოტად იყო მიჩნეული – იქნებ სწორედ ამიტომაც – მისმა მასშტაბურმა აღიარებამ დიდი ხნით დაიგვიანა.

 

დრამატული ცხოვრების კვალდაკვალ შექმნილ მრავალფეროვან შემოქმედებას (რომანების ციკლი „მატიანე ქართლისა“, ნოველები, დრამატურგია, ლიტერატურული წერილები და პორტრეტები, პუბლიცისტიკა, პოლიტიკური წერილები) ოთარ ჩხეიძე თავისივე ურყევი პრინციპით ამთლიანებდა სამწერლო, საზოგადოებრივ და პედაგოგიურ ასპარეზზე: „დროზე მაშინ ითქმის, როცა გიკრძალავენ“.

 

ამბავს ამბავი არ ეზედმეტებაო, – ამბობდა ოთარ ჩხეიძე და ჩვენ წინაშეა 100 თანსაკითხავი ამბავი როგორც ერთი მართალი კაცის, ისე იმ ხალხისაც, ვინც მონობიდან თავისუფლებაზე გაღწევისა იწამა, რადგან ოთარ ჩხეიძის თქმისა არ იყოს, „ის გადარჩება, ვისაც ძალა შესწევს ურჩობისა“.