უცნობი

ვახტანგ ჯავახაძე

₾ 30.00 ₾ 49.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312540
გვერდები 1076
ფორმატი 17.6x25
გამოცემის თარიღი 2020
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

1935 წლის 29 ივნისს პარიზში ემიგრანტი ილია ზდანევიჩი საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის დავალებით შეხვდა გალაკტიონ ტაბიძეს და შესთავაზა საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენა. გალაკტიონმა უარი განუცხადა – „მირჩევნის ჩემი ტფილისო“. ამგვარი უცნობი და საინტერესო ეპიზოდებითაა შევსებული მეშვიდე გამოცემა ვახტანგ ჯავახაძის პოპულარული ბიოგრაფიული რომანისა „უცნობი“, რომლის საერთო ტირაჟი უკვე სამოცდახუთი ათასს აღემატა.
 
ამ წიგნის გამოცემათა კვალდაკვალ იზრდებოდა აღიარება და ციტირების ინდექსი „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ბავშვისა“, როგორც საკუთარმა ძმამ დაგვიხასიათა, და ახლა იგი „უკვე რუსთაველთან, პოეტების დიდ პაპასთან უზის სუფრას იქ, სულეთში კი არა, არამედ მარადიულ საქართველოში, სადაც მზე არასოდეს ჩადის“. – როგორც დაგვიდასტურა ოთარ ჭილაძემ.