გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941308925 |
გვერდები | |
ფორმატი | 17.0/21.0 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
მთარგმნელიანა მაყაშვილი, ბიძინა მაყაშვილი
„პატი სმითმა პოეტური შედევრით დაგვაჯილდოვა. ეს წიგნი
იშვიათი მოსაწვევია, რომელიც აქამდე ხელშეუხებელი განძის აღმოსაჩენად გვეპატიჟება“. – ჯონი დეპი კ ოლტრეინის გარდაცვალების ზაფხული იდგა; სიყვარულისა და ამბოხებების ზაფხული; ზაფხული, როდესაც ორი ახალგაზრდა ბრუკლინში ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარა. ამის შემდეგ დაადგნენ ორივენი ხელოვნების, თავდადებისა და ძიების გზას. პატი სმითი პოეტად და არტისტად იქცა, რობეტ მეპლთორპი კი, თავისი უკიდურესად პროვოკაციული სტილით, ფოტოგრაფად ჩამოყალიბდა. მათი, ამ უცოდველი ენთუზიასტების სამოქმედო არეალი კონი-აილენდიდან 42-ე ქუჩამდე ვრცელდებოდა. 1969 წელს წყვილი სასტუმრო „ჩელსიში“ დაბინავდა. ისეთი გაფაქიზებული ცნობიერების ეპოქა დამდგარიყო, როდესაც პოეზიის, როკ-ენროლის, ხელოვნებისა და სექსუალობის პოლიტიკის სამყაროები ერთიმეორეს ეჯახებოდნენ და იმსხვრეოდნენ. ამ ყველაფრით გარემოცულნი, პატი და რობერტი ერთმანეთის ოცნებებითა და მიზნებით სულდგმულობდნენ, სულიერი შიმშილის წლებში კი ერთმანეთს აგულიანებდნენ და ასაზრდოებდნენ. „უბრალოდ, ბავშვები“ სასიყვარულო ამბად იწყება და ელეგიად სრულდება.