
გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941318276 |
გვერდები | 388 |
ფორმატი | 13.5x20 |
გამოცემის თარიღი | 2025 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
1964 წლის ზაფხულში, აღმოსავლეთ ბერლინში გამართულ ახალგაზრდულ შეკრებაზე, რომელშიც ორად გაყოფილი ქალაქის ორივე ნაწილიდან მონაწილეობენ სტუდენტები, აღმოსავლეთ ბერლინელ ბირგიტსა და დასავლეთ ბერლინელ კასპარს ერთმანეთი შეუყვარდებათ. კასპარი ბირგიტს ყალბი საბუთებით დასავლეთ გერმანიაში გაქცევაში
ეხმარება. მხოლოდ ბირგიტის ბუნდოვანებით მოცული სიკვდილის შემდეგ აღმოაჩენს უკვე სამოცდაათს მიტანებული კასპარი, რა საიდუმლოს ინახავდა მისი ცოლი, რა იყო ფასი, რომელიც მან სიყვარულისა და თავისუფლებისთვის გადაიხადა – ბირგიტს გდრ-ში რამდენიმე თვის ქალიშვილი დაუტოვებია. კასპარი ქალიშვილის ძებნას იწყებს; ძებნა კი წარსულში მოგზაურობად, ორად გახლეჩილი გერმანიის ძველ და ახალ ჭრილობებთან, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაუცხოებისა და დაახლოების სიძნელეებთან შეხვედრად ექცევა. მის ცხოვრებაში უეცრად ჩნდება შვილიშვილი – თოთხმეტი წლის ზიგრუნი, რომელიც სრულიად სხვა, უცხო სამყაროში ცხოვრობს. კასპარი მოთმინებით ცდილობს გოგონას გაგებასა და მის გათავისუფლებას ყველაფერ უცხოსადმი მტრულად განწყობილი, მისთვის გაუგებარი მსოფლმხედველობისგან.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული გერმანელი მწერლის, ბერნჰარდ შლინკის 2021 წელს დაწერილი „შვილიშვილი“ ავტორის მესამე რომანია „წამკითხველისა“ და „ოლგას“ შემდეგ, რომელსაც გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს.
გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ