გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941445422 |
გვერდები | 274 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2014 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ოციოდე წლის ჯობსმა მთელ მსოფლიოს წარუდგინა მის მიერ შექმნილი პირველი კომპიუტერი, რომელიც სხვადასხვა ოპერაციის შესრულების საშუალებას იძლეოდა. მოგვიანებით მის მიერ შექმნილი პატარა მუსიკალური ხელსაწყოთი, რომელსაც iPod-ი ერქვა და სიმღერების დიდ არჩევანს გვთავაზობდა, მუსიკალური რევოლუცია მოხდა. მანვე დააარსა და ფეხზე დააყენა კომპანია Pixar-ი, რომელიც აცოცხლებდა კომპიუტერულ ანიმაციებს – "სათამაშოების ისტორია", "მანქანები", "ნემოს ძიებაში".
არც ინჟინერი იყო და არც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი, სამაგიეროდ, მუდამ მომხმარებელზე იყო ორიენტირებული, ერთმანეთის მიყოლებით ყველასთვის სასურველ, ყველასთვის მისაღები დიზაინის მქონე პროდუქტს ქმნიდა.
არაორდინარულიც იყო, უხეშად მიმართავდა თანამოაზრეებს, კონკურენტებს და რეპორტიორებს. ყვიროდა მაშინ, როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა. სხვების იდეების მითვისებასაც აბრალებდნენ. ამ დროს მომხიბვლელიც იყო, დახვეწილიც, მგრძნობიარეც, ძუნწიც.
მისი ცხოვრების მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი წააგავდა ზღაპარს: დაპირებები, რომანტიზმი, სიმდიდრე... სხვა მხრივ კი, საძაგელი, არეული და ტკბილი ოჯახური გარემოსაგან მეტად დაშორებული ყოველდღიური ყოფა ჰქონდა. უყვარდათ და სძულდათ, ეთაყვანებოდნენ და უგულვებელყოფდნენ. შოუმენი, ხელოვანი, ტირანი, გენიოსი, ეგოისტი – ამ შეუსაბამო სიტყვებით ახასიათებდნენ.
ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ.
კავკასია XVIII საუკუნის II ნახევარში
₾ 12.00 ₾ 19.95 -40%
სტალინი - დიქტატორის ახალი ბიოგრაფია
₾ 20.00 ₾ 39.95 -50%
სამეგრელო - ჟიულ მურიე
₾ 22.70 ₾ 34.95 -35%