გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941466366 |
გვერდები | 118 |
ფორმატი | 13/20 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
რუსულიდან თარგმნა პეტრე ლიკლიკაძემ
ივან ბუნინი უკანასკნელი რუსი კლასიკოსია, რომელმაც თავის შემოქმედებაში მთელი სისავსით აღწერა, აღბეჭდა, სამუდამოდ გააცოცოცხლა XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დამდეგის რუსეთი. ამავე დროს იგი პირველი რუსი მწერალია, რომელმაც 1933 წელს ნობელის პრემია მიიღო.
მოთხრობა სუხოდოლი (1911) განეკუთვნება ივან ბუნინის მიერ 1910-იან წლებში დაწერილი ისეთი შედევრების რიცხვს, როგორებიცაა სოფელი, სან-ფრანცისკოელი ბატონი, ძმები, მსუბუქი სუნთქვა, სიყვარულის გრამატიკა და სხვა. ნაწარმოებში ჩვენ ვხედავთ რუსეთის თავადაზნაურული კლასის სრულ დაცემასა და გადაგვარებას. მოთხრობის მთელი კვინტესენციაა ის, რომ მებატონეებს ახალ სიტუაციაში ახლებურად უნდა ეცხოვრათ, მათ კი უკვე ძველებურად ცხოვრებაც არ ძალუძთ.
აზნაური ძმები ხრუშჩოვები ყველანაირად ცდილობენ აღადგინონ საკუთარი გვარისა და ოჯახის ოდინდელი კეთილდღეობა, მაგრამ არაფერი გამოსდით. ღმერთს არც ერთისთვის მიუცია მეურნის, მეოჯახის, აღმშენებლის ნიჭი. ისინი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან კეთლშობილი ჩანაფიქრის ჩაფუშვაში: ცდილობენ საოცნებო ადგილ-მამულის აღორძინებას და პირიქით კი გამოსდით.