სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები

კანდიდ ჩარკვიანი

₾ 9.10 ₾ 13.95 -35%

Rating details · 10 ratings · 18 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941445903
გვერდები 266
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გელა ჩარკვიანის რედაქციით
 
„მამაჩემი კანდიდ ჩარკვიანი 14 წლის მანძილზე, 1938‑იდან 1952 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუ­ნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და რეგულარულად ხვდებოდა სტალინს სხვადასხვა ვითარებაში. თავის საფუძვლიან მემუარულ ნაშრომში „განცდილი და ნააზრევი“ იგი მოგვითხრობს მისი დროის საბჭოთა საქართველოს ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ და დეტალურად აღწერს სტალინთან შეხვედრების არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს.
 
ამ წიგნში თავმოყრილია ფრაგმენტები კანდიდ ჩარკვიანის მემუარებიდან, რომლებიც ყველაზე სრულად ახასიათებენ სტალინის რთულ და წინააღმდეგობრივ პიროვნებას მიუხედავად ორთოდოქსი მარქსისტი ავტორის აშკარა სიმპათიისა იოსებ სტალინისა და კომუნისტური წყობის მიმართ, მკითხველი უთუოდ შეიგრძნობს იმ სუსხიან ატმოსფეროს, რომელიც სუფევდა ზეცენტრალიზებულ, ერთი ადამიანის ნებას ტოტალურად დამორჩილებულ სახელმწიფოში“. (გელა ჩარკვიანი)
 
გარეკანზე გამოყენებულია ცნობილი ქართველი მხატვრის – უჩა ჯაფარიძის მიერ პასტელით შესრულებული სტალინის პორტრეტი, რომელიც მან კანდიდ ჩარკვიანს 1947 წელს აჩუქა. პორტრეტი წლების განმავლობაში ეკიდა ჩარკვიანის სამუშაო ოთახში და დღეს ინახება მის პირად არქივში.
 
წიგნში შესულია კანდიდ ჩარკვიანის მიერ სტალინისადმი 1949 წლის დეკემბერში მიწერილი ბარათი საბჭოთა ენათმეცნიერების მდგომარეობის თაობაზე. წერილის არშიებზე ყავისფერი ფანქრით გაკეთებული შენიშვნები ეკუთვნის იოსებ სტალინს. ეს ბარათი დაედო საფუძვლად გახმაურებულ დისკუსიას ენათმეცნიე­რების საკითხებზე. იბეჭდება პირველად.

მამაჩემი კანდიდ ჩარკვიანი 14 წლის მანძილზე, 1938‑იდან 1952 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუ­ნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და რეგულარულად ხვდებოდა სტალინს სხვადასხვა ვითარებაში. თავის საფუძვლიან მემუარულ ნაშრომში „განცდილი და ნააზრევი“ იგი მოგვითხრობს მისი დროის საბჭოთა საქართველოს ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ და დეტალურად აღწერს სტალინთან შეხვედრების არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს.

ამ წიგნში თავმოყრილია ფრაგმენტები კანდიდ ჩარკვიანის მემუარებიდან, რომლებიც ყველაზე სრულად ახასიათებენ სტალინის რთულ და წინააღმდეგობრივ პიროვნებას მიუხედავად ორთოდოქსი მარქსისტი ავტორის აშკარა სიმპათიისა იოსებ სტალინისა და კომუნისტური წყობის მიმართ, მკითხველი უთუოდ შეიგრძნობს იმ სუსხიან ატმოსფეროს, რომელიც სუფევდა ზეცენტრალიზებულ, ერთი ადამიანის ნებას ტოტალურად დამორჩილებულ სახელმწიფოში. (გელა ჩარკვიანი)