სპილოს მოგზაურობა

ჟოზე სარამაგუ

₾ 11.61 ₾ 12.90 -10%

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 97899304743
გვერდები 224
ფორმატი 13.00 X 19.50
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მთარგმნელი:მიხეილ ანთაძე

ჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ აზინაგაში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, შემდეგ თარჯიმნობა სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. 1998 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურაში.

სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანი, "სპილოს მოგზაურობა" ისტორიულ ამბავს ეფუძნება და მოგვითხრობს გოადან პორტუგალიაში საჩუქრად გაგზავნილი სპილო სოლომონის მოგზაურობას ხელახლა გაჩუქების შემდეგ – პორტუგალიიდან ავსტრიამდე. სოლომონი, იგივე სულეიმანი, რომელიც პორტუგალიის მეფე ჟუან მესამემ ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიანს საქორწინო საჩუქრად მიართვა, თავის მომვლელ სუბჰროსთან ერთად რთულსა და გრძელ, ცნობისმოყვარე გამცილებლებით დატვირთულ გზას გადის ლისაბონიდან ვენამდე და მგზავრობისას ათას ხიფათსა და არაერთ უცნაურ ადამიანს გადაეყრება. მანამდე თვალით უნახავი სპილოს გამოჩენა ისე აღაფრთოვანებს და გააოცებს ლამის მთელ ევროპას, რომ მის ამბავს ისტორიული წყაროები დღემდე ინახავენ, სარამაგუ კი თხრობის ჩვეული სტილით, მსუბუქი იუმორითა და ირონიით გვიყვება ამ ერთი შეხედვით ბანალური, მაგრამ ძალიან საინტერესო მოგზაურობის ისტორიას.