სინაგოგები საქართველოში

მანანა ქუთათელაძე

₾ 32.00 ₾ 39.95 -20%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317026
გვერდები 570
ფორმატი 21/21
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„სინაგოგები საქართველოში“ ერთ-ერთი ნაწილია პროექტისა – „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“, რომლის ფარგლებში უკვე გამოცემულია „კათოლიკობა საქართველოში“ და ასევე, მზადაა ოთხტომეული „მეჩეთები საქართველოში“. 
 
პროექტის „საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა“ მიზანია საუკუნეების განმავლობაში, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების ადამიანების ისტორიულ-კულტურული კვალის აღწერა. 
 
დღეს რთულია იმის თქმა, ზუსტად როდის შემოდიან ებრაელი პირველმოსახლეები საქართველოში, თუმცა, ამ გამოცემის მიზანი ამგვარი კვლევითი საქმიანობა, ახალი საბუთების მოპოვება ან განხილვა არც ყოფილა. არ გვიცდია დეტალურად და ქრონოლოგიურად აღნუსხულიყო ებრაელების ისტორია საქართველოში. ამ წიგნის მიზანი უფრო მოკრძალებული და კონკრეტულია – შეძლებისდაგვარად სრულად მოგვეძია საქართველოში არსებული ებრაული დასახლებები და იქ აგებული ებრაული სამლოცველოები და სინაგოგები.   
 
წიგნზე მუშაობისას მოეწყო ექსპედიციები საქართველოს 34 მუნიციპალიტეტში და ისტორიულ, თუ საარქივო მასალებზე დაყრდნობით ჯამში 69 სინაგოგის მოძიება მოხერხდა. სამწუხაროდ, ამ სინაგოგათა დიდი ნაწილი აღარ არსებობს. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილია სინაგოგის 29 შენობა, ზოგიერთ მათგანში საზოგადოებრივი დაწესებულებები და საცხოვრებელი სახლებია განთავსებული, 17 შენობამ კი დღემდე შეინარჩუნა პირვანდელი ფუნქცია.   
 
მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნი უხვადაა ილუსტრირებული ისტორიული და თანამედროვე ფოტომასალით, რაც საშუალებას იძლევა ნათლად დავინახოთ საქართველოში ებრაელების როგორც ისტორიულ-ტრადიციული, ისე თანამედროვე რელიგიური არქიტექტურის განვითარების ეტაპები“, – მანანა ქუთათელაძე.