გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941478970 |
გვერდები | 136 |
ფორმატი | A5 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ფრანგულიდან თარგმნა თინა ღარიბაშვილმა
გუსტავ ფლობერის „საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი“ დიდი მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1911 წელს გამოქვეყნდა და ლიტერატურულ წრეებისა და ფართო მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება და, ცოტა არ იყოს, დაბნეულობაც კი მოჰყვა. მართლაც რა იყო ეს: ფლობერი თავის აზრებს უზიარებდა მკითხველს თუ საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ შეხედულებებისათვის მოეყარა თავი და ანბანური წესით გაეწყო?
სტილის მამად აღიარებული „მადამ ბოვარის“ ავტორი თავის სრულიად განსხვავებულ წიგნში მსუბუქი ირონიითა და თანაგრძნობით აღნუსხავს ადამიანურ სისუსტეებსა და სნობიზმის გამოვლინებებს, ცრურწმენებსა და ღრმად ფესვგამდგარ წარმოდგენებს, რომელთაც დრო და საზღვრები ვერაფერს აკლებს. ზუსტ, მახვილგონივრულ და ხშირად სარკასტულ გამონათქვამებში ცოცხლდება მსოფლიო ისტორიის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების, ასევე ხელოვნების სამყაროს უმნიშვნელოვანესი მოვლენები და პერსონაჟები.
საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი
₾ 7.80 ₾ 11.95 -35%
ბაჰარესთანი
₾ 21.95
ლექსები პროზად
₾ 13.00 ₾ 19.95 -35%