ოთართან ერთად

თამაზ ჭილაძე

₾ 13.00 ₾ 19.95 -35%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941504426
გვერდები 326
ფორმატი 13.50/20
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ოთართან ერთად“ თამაზ ჭილაძემ ძმის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დაწერა. როცა ჯერ კიდევ ღია იყო მისი დაკარგვით გაჩენილი ჭრილობა.

წიგნი ამ დიდ ტკივილითა და დანაკარგით სავსე დოკუმენტური პროზის გამორჩეული ნიმუშია, რომლითაც ავტორი "პოეტის მკაცრი ოთახის“ კარს გვიღებს. კარს მიღმა ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ოთარ ჭილაძის შემოქმედებით ლაბორატორია და თავად მისი პორტრეტი, როგორც ძმის, მეგობრის, მშობლის, შვილსა თუ მეუღლის და რა თქმა უნდა, მოქალაქისა, რომლისთვისაც სამშობლო გულზე ახლოს და ღმერთზე ზემოთ იდგა.

ამ წგნის მთავარი თემა სიყვარულია. უფროსი ძმის სიყვარული „დიდი ძმისადმი“ [ეს სიტყვები თამაზ ჭილაძემ ოთარს ერთ-ერთ წიგნზე დაუწერა).

თამაზ ჭილაძეს მიაჩნდა, რომ ამ წიგნის ავტორი, მასთან ერთად, ოთარიც იყო. მართლაც, თითქოს ფურცლიდან ფურცელზე ძმები გამუდმებით ესაუბრებიან ერთმანეთს. ვიხსენებთ თამაზ ჭილაძის ამ სიტყვებს და ყველაფერი ნათელი ხდება: „ჯერ ის ჩემთვის მოგონებად არ არის ქცეული. ჯერ ისევ ერთად ვართ, ვსაუბრობთ. ვკამათობთ. ხმამაღლა ვოცნებობთ, ვფიქრობთ, ანუ ერთად ცხოვრება ჯერ კიდევ გრძელდება“...


უკვდავების ათინათი

თამაზ ჭილაძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · ratings · reviews

სასიცოცხლო სივრცე

თამაზ ჭილაძე

₾ 14.97 ₾ 24.95 -40%

Rating details · ratings · reviews