4 რომანი - თამაზ ჭილაძე

თამაზ ჭილაძე

₾ 19.00

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312380
გვერდები 622
ფორმატი 14.5/20.5
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ეს წიგნი, რომელშიც ოთხმა რომანმა მოიყარა თავი, თამაზ ჭილაძის შემოქმედებით ბიოგრაფიადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. მასში სრულიად თვითმყოფადი, ღრმა და საინტერესო მხატვრული სამყაროა გაცხადებული.
 
ამ სამყაროში, როგორც ღია სცენაზე, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შლეიფივით მოყვებათ თავიანთი წილი დრო, ეპოქა, ტკივილი და მარტოობა, მარადისობის წინაშე კრძალვაც და შიშიც... თამაზ ჭილაძის მხატვრული დრო კონკრეტულიცაა და აბსტრაქტულიც. ეპოქა საცნაურდება კონკრეტული მოვლენებითაც და იმ მიღმიერი შინაარსითაც, რომელსაც მწერალი ქრონიკის, ინფორმაციის, ისტორიის მიღმა ხედავს. სწორედ აქ შემოდის მთავარი აქტორი – სევდა, თამაზ ჭილაძის შემოქმედებისთვის ასეთი ბუნებრივი და ასეთი ქმედითი – ეგზისტენციური სევდა, ადამიანსა და ბუნებას (კოსმიურ წესრიგს) შორის გაწყვეტილი კავშირით, დაკარგული სამოთხის მონატრებით და მოლოდინით დამუხტული. 
 
ამ წიგნებში შეხვდებით შეშლილებს, რომელთაც სიყვარულის საძებნელად გაუწევიათ და ხეტიალში ჩაკარგულან, დაუბადებლად წიაღშივე ჩამპალი სიცოცხლის ნაყოფით; აქ ადამიანური ბუნების, ურთიერთობების სირთულე  ხანდახან დანაშაულამდე მიდის, დანაშაული კი სამართალს ითხოვს... კონფლიქტის ტემპორიტმი საგულისხმო აქცენტია თამაზ ჭილაძის რომანებში – ის არაა ხმაურიანი, ქარცეცხლიანი, არამედ საგანგებოდ, ოსტატურად შერჩეული ნახევარტონებით, უჩვეულო სიმშვიდით და მძიმე ინტიმით ვითარდება, თითქოს ავტორის სურვილია, ჯერ მიიჩვიოს მკითხველი, დაატყვევოს და სრულყოფილად ჩართოს ტექსტის ატმოსფეროში, გახადოს მისი თანამონაწილე და დაასწროს საბედისწერო რიტუალს.
 
„ჩამავალი მზის სხივი“ – ასე ჰქვია ერთ-ერთ რომანს და თამაზ ჭილაძის შემოქმედებაც, მთლიანობაში სწორედ ამ მხატვრულ ტონალობაშია გადაწყვეტილი – ჩამავალი მზის, დიდი დროის დასალიერის, ცის და დედამიწის შეხვედრის და იდუმალი ღამის მოლოდინის ტონალობაში. ოღონდ, ეს ღამეც მზის ენერგიით რომ იქნება დამუხტული, მასშიც რომ მზის მეტაფორა დაიუნჯებს, როგორც უდაბნოში – წყალი, ამ აზრს ემსახურება ყველაფერი, ყველა მოვლენა, პერსონაჟთა ბედისწერა, მწერლის პოზიცია...


ბორანი

თამაზ ჭილაძე

₾ 11.95

Rating details · ratings · reviews