საქართველოს ენერგეტიკა ციფრებში

დემურ ჩომახიძე

₾ 29.95

გამომცემლობა სხვადასხვა
ISBN 9789941964220
გვერდები 232
ფორმატი 15/22
გამოცემის თარიღი 2021
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

საქართველოს ენერგეტიკა ციფრებში

ნაშრომში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები საქართველოში ენერგეტიკის განვითარების შესახებ დარგის ჩამოყალიბებიდან 2020 წლამდე, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები მოცემულია როგორც კრებსით, ისე რეგიონულ ჭრილში, სტისტიკური ინფორმაცია დაჯგუფებულია საბჭოთა პერიოდისა და დამოუკიდებლობის წლების (1990–2020 წწ) მიხედვით. ცალკეა წარმოდგენილი ინფორმაცია ქვეყანაში ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების არსებობის შესახებ მათი სახეებისა და განლაგების მიხედვით. შედარებისათვის მოტანილია ენერგეტიკის განვითარების მაჩვენებები უცხოეთის ქვეყნებში.

დაწვრილებითაა განხილული ავტორის მიერ დამუშავებული საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი, რომელიც გარდამავალ პერიოდში 22 წლის განმავლობაში (1991 2012 წწ.) ოფიციალურად არ კეთდებოდა და მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა დარგისა და ქვეყნისათვის. ნაშრომს თან ერთვის მოკლე ეკონომიკურ-სტატისტიკური მიმოხილვა.

წიგნი განკუთვნილია ენერგეტიკის განვითარებით დაინტერესებული მკითხველისათვის, იგი სასარგებლო იქნება ამ პროფილის სტუდენტი ახალგაზრდობისათვის, სპეციალისტებისა და სამეცნიერო საზოგადოებისათვის