თხზულებანი (ტომი X) - ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი

₾ 29.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487774
გვერდები 544
ფორმატი 17.3x24.6
გამოცემის თარიღი 2020
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

ექვთიმე თაყაიშვილის „თხზულებანის“ მე-10 ტომში წარმოდგენილია ექვთიმე თაყაიშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობა – მიმოწერა სხვადასხვა პიროვნებასა თუ დაწესებულებასთან.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექვთიმე თაყაიშვილს, მისი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა დამყარებული არა მარტო საქართველოს, არამედ უცხოეთის სამეცნიერო წრეებთანაც, რამაც ასახვა მის მიმოწერაშიც ჰპოვა. ექვთიმე თაყაიშვილის მიმოწერის მასალები უაღრესად მნიშვნელოვან და საინტერესო ცნობებს შეიცავს როგორც თავად მეცნიერის ცხოვრება-მოღვაწეობის, ისე, ზოგადად, ქართული კულტურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით.

 

გამოცემაში ერთად თავმოყრილია ექვთიმე თაყაიშვილის როგორც გამოქვეყნებული, ასევე საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი მიმოწერა. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი მასალა, მისი მოცულობის გამო ერთ ტომში ვერ მოთავსდა და ორ ნაწილად გაიყო. შესაბამისად, წინამდებარე ტომში წარმოდგენილია მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობის პირველი ნაწილი.

 

ნაშრომი გამოცემულია შესაბამისი სრული სამეცნიერო აპარატის დართვით, მათ შორის, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლებით.