თხზულებანი (ტომი I) - ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი

₾ 22.80 ₾ 35.00 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478093
გვერდები 640
ფორმატი B5
გამოცემის თარიღი 2016
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეული დღემდე არ არის გამოცემული, მეტიც – მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.
 
თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.
 
შრომების გამოცემა დაახლოებით 12 ტომადაა ჩაფიქრებული. 
 
I ტომში შევიდა მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციების მასალები და კვლევის შედეგების დიდი ნაწილი: „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“; „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ (ანგარიშის როგორც ქართული, ისე რუსული ვერსია); „სამუსულმანო საქართველო“.
 
აქედან 1917 წლის ექსპედიციის მასალები დღემდე მხოლოდ ერთხელ იყო გამოცემული, 1907 წლის ექსპედიციის ანგარიში კი ორჯერვე ილუსტრაციების გარეშე დაიბეჭდა. 
ახალ გამოცემას ახლავს როგორც ილუსტრაციები, ისე გაერთიანებული საძიებლები. 
 
სერიის მთავარი რედაქტორი – როინ მეტრეველი.
I ტომის რედაქტორი – ბუბა კუდავა.
სარედაქციო კოლეგია – ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, გოჩა საითიძე.