სამურზაყანოს ტოპონიმია

ნოდარ შონია

₾ 6.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487064
გვერდები 104
ფორმატი 15x21
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ნოდარ შონია დაიბადა 1935 წელს, გალის რაიონის სოფელ წარჩეში. 1963-1967 წლებში სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა წარჩეში ისტორიის მასწავლებლად, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის ინსპექტორად, გალის რაიონის კულტურის განყოფილების გამგედ.
 
იგი ცნობილი მხარეთმცოდნე და სამუზეუმო საქმის მოამაგე იყო. მის სახელს უკავშირდება გალის მხარეთმცოდნეობის, წარჩის კოლხური და აჭადარის აფხაზური ხალხური ყოფის ღია ცისქვეშა მუზეუმების დაარსება.
 
აფხაზეთის პერიოდული პრესის ფურცლებზე, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემებში აქვეყნებდა სტატიებს, მეთოდურ და პუბლიცისტურ წერილებს.
 
ამ წიგნში თავმოყრილი სტატიები ისტორიული სამურზაყანოს ტოპონიმიის საკითხებზე სხვადასხვა დროს არის გამოქვეყნებული.
 
გარდაიცვალა 1995 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.