გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941440786 |
გვერდები | 304 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2013 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
წიგნში გურამ ოდიშარიას მიერ 1978-1991 წლებში დაწერილი პოეტური ნაწარმოებებია შესული. საგალობლები შენთვის – ასე ერქვა დიდი ხნის წინ გამოცემულ პირველ კრებულსაც და დღეიდან ასე ერქმევა პოეტის რჩეულს, სადაც სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემებია გაერთიანებული.
ფართო მკითხველი გურამ ოდიშარიას იცნობს რომანებითა და მოთხრობებით, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ იწერებოდა. ავტორი აღნიშნავს კიდეც ერთგან: „1992 წლამდე ლექსებს ვწერდი, შემდეგ ომი დაიწყო. ლექსებმაც დამტოვეს...“. საგულისხმო ფსიქოლოგიური ფაქტია როგორც ერთი პოეტის ბედისწერის, ისე ზოგადად ქვეყნის სულიერი მდგომარეობის თვალსაზრისით.
რით არის ეს წიგნი მიმზიდველი და საინტერესო? – ალბათ უფრო გამოხატვის ფორმათა მრავალფეროვნებით, განცდებითა და შთაბეჭდილებებით, რომელიც ზღვიან ქალაქში იბადება და მერე ვრცელდება წყლის, ზეცის, მთვარის, სიჩუმის საგალობლებად, უნებლიე ვედრებებად, გაუგზავნელ წერილებად, საბავშვო ბაღისკენ მიმავალი ბავშვის ფიქრებად თუ სექტემბრის დღიურებად...
სალამია
₾ 10.00 ₾ 19.95 -50%