რამეთუ ვცოდე სიგიჟისმეტყველებით

გრიგოლ გაგუა

₾ 14.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-31-756-9
გვერდები 154
ფორმატი 12.5X19
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

"ყოველ დროს თავისი შესატყვისი შინაარსი მოაქვს, თავისი შინაგანი მდგომარეობა, თვითგამოსახვის ფორმები.
 
ასეა ცხოვრებაშიც.
 
ასეა ხელოვნებაშიც.
 
ასეა პოეზიაშიც.
 
თუმცა, სულიერი ღირებულებანი უცვლელი რჩება.
 
გრიგოლ გაგუას წიგნი ამ პარამეტრებით არის წასაკითხი. ეს არის ტკივილი სულისა, შობილი ეგზისტენციალურ ველზე, სადაც პოეტს არსაიდან მოკარნახის ხმა არ ჩაესმის (გარდა საკუთარი მუზისა) და ამ ველიდან დაეძებს ადრესატს, ისიც ამ ტკივილის თანამონაწილე რომ გახადოს. წიგნი იოლად რომ არ იკითხება, ნიშანია დროის სიმძაფრისა, ფართო ცნებით, სოციალურ-კულტურულ პერიპეტიებში ამოჩეხილი სულისა. ამიტომაც ტოვებს კამერულობის საზღვრებს და მეტაფორულ შრეებში გვახედებს.
 
და მე მჯერა: წიგნი იპოვის თავის თანამდევ სულებს.“ – ლერი ალიმონაკი