გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941446450 |
გვერდები | 102 |
ფორმატი | 12.5x17 |
გამოცემის თარიღი | 2013 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
რამ შეჭამა ვენახი? – ლია სტურუას „შეგრძნებების რომანი“ 1994-2000 წლებში დაიწერა. იგი პოეტის პირველი პროზაული ნამუშევარია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ინტერესს მის მიმართ. წიგნი შეგრძნებებისა და ცნობიერების ნაკადის ერთგვარი ნაზავია. შიგადაშიგ, შეიძლება, ავტობიოგრაფიულადაც კი მოგეჩვენოთ. მწერლის მთავარი სატკივარი კი, ამ ცოტა ხნის წინ, ერის საზოგადო საკუთრება იყო, რის გამოც მისი გათავისება არც ისე რთული საქმეა: უშუქობა, პურის რიგები, ქუჩაში დანთებული კოცონები, გაუცხოებული ადამიანები, რომელთაც ორი სახე აქვთ: საგარეო და საშინაო, ადამიანებს შორის „ურთიერთობის ზერელე რიტუალები“, სახლებში გამოკეტილი, ხელ-ფეხ გაყინული მეგობრები, ბნელში განზრახ „დამიზნებული თუ შემთხვევითი ტყვიის“ შიში.