გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941487057 |
გვერდები | 186 |
ფორმატი | 14.5X20.5 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
გამოსაცემად მოამზადეს ზაზა ნინიკაშვილმა და თამარ პაპუაშვილმა.
„ქართველთა გამუსლიმება“ ზეპირი გადმოცემების კრებულია, რომელიც მომზადებულია ცნობილი მოღვაწის – ზაქარია ჭიჭინაძის (1853-1931) რამდენიმე წიგნისა და ძველი საგაზეთო სტატიების მიხედვით. წიგნი ამ სახით პირველად 2004 წელს გამოვეცით.
ბრძოლა ქრისტიანობის შესანარჩუნებლად, მოსახლეობის იძულებითი თუ ნებაყოფლობითი გამუსლიმება, ქართული ენის შეზღუდვა და მის ნაცვლად სხვა ენების დამკვიდრება, ეროვნული თვითშეგნების დაკარგვა – ეს ის გზაა, რომლის გავლაც გასულ საუკუნეებში, პოლიტიკური მიზეზების გამო, ქართველებით დასახლებულ არაერთ ისტორიულ პროვინციას მოუწია.
წიგნში ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეხვდებით ამ რთული ეთნოკონფესიური პროცესების შესახებ. პირველ გამოცემასთან შედარებით, მეორე გამოცემაში დამატებულია როგორც ქართველთა გამუსლიმებასთან დაკავშირებული ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეკრებილი სხვა ზეპირი გადმოცემები, ისე ცნობები მეზობელ ჩრდილოკავკასიელ ხალხებში (ლეკები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები) ისლამის გავრცელების შესახებ.
მეორე გამოცემას ერთვის გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი, აგრეთვე – საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტომასალა.
ქართველთა გამუსლიმება (ზეპირი გადმოცემები)
₾ 10.00 ₾ 15.00 -33%
ИСЛАМИЗАЦИЯ ГРУЗИН (ქართველთა გამუსლიმება რუსულად)
₾ 18.00 ₾ 29.95 -40%