გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941494420 |
გვერდები | 344 |
ფორმატი | 20/20 |
გამოცემის თარიღი | 2023 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
წიგნი წარმოგვიდგენს ქართული პლაკატის ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების ისტორიას XIX საუკუნის მეორე ნახევ რიდან XX საუკუნის დასასრულამდე. გამოცემა გვაცნობს როგორც პოლიტიკურ და სარეკლამო ხასიათის პლაკატებს, ისე კინოფილმების, თეატრისა და სხვა ტიპის წარმოდგენებისთვის შესრულებულ აფიშებს.
გრაფიკის ამ მონუმენტური სახეობის ისტორიულ ჭრილში განხილვა ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ აირეკლება მასში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ისტორიულ-კულტურული მოვლენები.
უხვად ილუსტრირებული გამოცემის გაცნობა საკმარისია იმისათვის, რათა ცხადად დავინახოთ პლაკატის როლი ჩვენს ცხოვრებაში. ამ წიგნის დახმარებით აშკარა ხდება გრაფიკული ხელოვნების ამ ერთ-ერთი წამყვანი დარგის ადამიანზე ზემოქმედების ძალა, ასევე ის, თუ პოლიტიკური ვითარების შესაბამისად რაოდენ მძლავრ იარაღს წარმოადგენდა პლაკატი მასების „დასამოძღვრად“ და სამართავად.
სარეკლამო ხელოვნებას ათწლეულების განმავლობაში გამორჩეული მხატვარ-გრაფიკოსები ემსახურებოდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი შემოქმედებით, ინდივიდუალური ხელწერითა და ინოვაციური მიდგომებით გრაფიკის ამ მიმართულების განვითარებაში განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა.
ქართული პლაკატი
₾ 35.00 ₾ 69.95 -50%
თბილისური ჰერბარიუმი
₾ 17.40 ₾ 28.95 -40%
წარსული ხელოვნების ენით
₾ 13.00 ₾ 19.95 -35%