გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941315688 |
გვერდები | 162 |
ფორმატი | 14.5/18.5 |
გამოცემის თარიღი | 2023 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„პოემა მარგინალური სალექსო ფორმა გახდა, თუმცა ჩემთვის, რატომღაც, გამოხატვის საკვანძო მომენტად იქცა ეპიკურ სივრცეში შესვლა და სათქმელის ისე გადახსნა, თითქოს დრო გაჩერებული იყოს. მას შემდეგ, რაც „ეკონომიური ლექსები“ გამოვეცი, ვფიქრობ, დადგა დრო, მკითხველმა სრულიად არაეკონომიურ „ფორმაშიც მნახოს“.
რთული სათქმელია, ვის რას მისცემს პოემები აქ და ახლა. ის კი ვიცი, ასე ერთიანად თავმოყრამ თავად მე რომ მომცა საშუალება, სხვა ყველაფერთან ერთად, თვალი გავადევნო ამ პოემების ავტორის (სწორედ ასე, მესამე პირში, გაუცხოებულად) პიროვნულ, ესთეტიკურ თუ მსოფლმხედველობრივ ცვლილებებს, ხედვების აყირავებისა თუ პირადი კრიზისების პანორამას წლიდან წლამდე, პოემიდან პოემამდე.
არსებობს უძველესი ეგვიპტური ტრაქტატული პოემა, პაპირუსზე იერატიკული ხელწერით შესრულებული, რომელსაც ჰქვია „იმედგაცრუებული კაცის საუბარი საკუთარ სულთან“. მანდ ერთ დიდ კითხვას სვამს დიდი და ჩვენთვის უცნობი ეგვიპტელი: „ხარ თუ არა ადამიანი? სანამ ცოცხლობ, იქამდე მაინც...". ჩავთვალოთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის ძიებაა ყველა ეს პოემა, და ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას განცდილი გარდაუვალი მარცხი, ესეც უნდა ითქვას.“ – პაატა შამუგია
არგადარჩენა
₾ 10.40 ₾ 15.95 -35%
პოემები - პაატა შამუგია
₾ 12.30 ₾ 18.95 -35%